Thumbnail

ნახეთ: Die Antwoord კომპოზიციის Future Baby კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა სამხრეთაფრიკულმა ჰიპ ჰოპ ჯგუფმა Die Antwoord კომპოზიციაზე Future Baby გადაღებული ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა. სინგლი მუსიკოსების ბოლო ალბომში House of Zef შედის, რომელიც 16 მარტს გავრცელდა.

► მოუსმინეთ: Die Antwoord-მა ახალი ალბომი House of Zef გაავრცელა

► ნახეთ: Die Antwoord - Baita Jou Sabela Ft. Slagysta

Die Antwoord აფრიკაანსზე "პასუხს" ნიშნავს. ბენდი რეპერებმა უოტკინ ტიუდორ ჯონსმა, სასცენო სახელით Ninja, ანრი დიუ ტოიტმა, ფსევდონიმით Yolandi Visser და პროდიუსერმა ჯასტინ დე ნობრეგამ, იგივე DJ Hi-Tek-მა ან God-მა, 2008 წელს ქალაქ კეიპტაუნში ჩამოაყალიბეს. კოლექტივის შემოქმედება ალტერნატიულ ჰიპ ჰოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს. ჯგუფი თავს სამხრეთაფრიკული კონტრკულტურული მოძრაობის Zef-ის წევრად მოიაზრებს. 2018 წლის 26 აგვისტოს დუეტი ქართველი მაყურებლის წინაშე ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves-ის ფარგლებში წარდგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული