Thumbnail

ნახეთ: BTS-მა ჯეიმს კორდენის Home Fest-ზე სიმღერა Boy with Luv შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ტელეწამყვანმა, ჯეიმს კორდენმა აშშ-ში თვითიზოლაციაში მყოფთა გასამხნევებლად ღამის შოუს სპეციალური გამოშვება Homefest: James Corden's Late Late Show Special თავისი სახლის ავტოფარეხიდან წაიყვანა. მუსიკალური გადაცემის ფარგლებში, ტელეკომპანია CBS-ის ეთერში, სამხრეთ კორეიდან ჩაერთო პოპულარული ბოიბენდი BTS, რომელმაც სარეპეტიციო დარბაზში კომპოზიცია Boy with Luv შეასრულა.

► The Weeknd-მა პირველ კვირაში ალბომის გაყიდვებით BTS-ს გადაასწრო

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ BTS-ს?

► BTS-მა კორეული ენის შემსწავლელი ონლაინ პროგრამა დაიწყო

ჯეიმს კორდენის Home Fest-ის სტუმრებს შორის აგრეთვე იყვნენ: ბილი აილიში, ფინიას ო’კონელი, დუა ლიპა, ჯონ ლეჯენდი და სხვა არტისტები.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული