Thumbnail

Lil Wayne: ლილ ბეიბი ჩემი ფავორიტი რეპერია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტი, დუეინ კარტერი, ფსევდონიმით Lil Wayne, მედიაპლატფორმა Complex-ის გადაცემის Sneaker Shopping ახალი ეპიზოდის სტუმარი გახლდათ. სამხრეთელმა მუსიკოსმა შოუს წამყვანთან ძირითადად მოდის, მათ შორის იაპონური ბრენდის A Bathing Ape შესახებ ისაუბრა, რა დროსაც ახალგაზრდა ატლანტელი კოლეგა Lil Baby მის რჩეულ რეპერად მოიხსენია.

► Lil Wayne: ერთ ღამეში 53 ტრეკი ჩავწერე 

► Lil Baby: ჩემს ახალ მიქსტეიპში მხოლოდ "ლამბორგინის" მფლობელ რეპერებს შეხვდებით 

"დიახ, A Bathing Ape ჯერ კიდევ ე.წ. ქუჩის სტილის ტანსაცმლის მწარმოებელ ბრენდად ითვლება, მაგრამ მისი განვითარება თვალსაჩინოა. გადაცემას The Breakfast Club ვუყურე და შევამჩნიე, რომ ჩემი ფავორიტი არტისტი, ლილ ბეიბი "ბეიფის" ჟაკეტში იყო გამოწყობილი. ასე რომ, კომპანია კარგად მუშაობს", - განაცხადა კარტერმა.

ლილ უეინი და ლილ ბეიბი ჰიპ ჰოპის სხვადასხვა თაობის არტისტები არიან. ბეიბის არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი შთამაგონებელი სწორედ დუეინ კარტერია. თავის მხრივ უეინსაც აღუნიშნავს, რომ ის ახალგაზრდა კოლეგის შემოქმედების თაყვანისმცემელია. 2019 წელს კოლეგებმა კომპოზიციაზე Forever ითანამშრომლეს, რომელიც ახალგაზრდა რეპერის კომერციულად წარმატებულ ალბომში My Turn არის წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული