Thumbnail

ნახეთ: დრეიქმა თავისი 2 წლის შვილის ფოტოები პირველად გაასაჯაროვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა სუპერვარსკვლავმა, დრეიქმა თავისი 2 წლისა და 5 თვის ვაჟის, ადონისის ფოტოები პირველად გაასაჯაროვა. ბიჭუნა მას ყოფილი პორნოვარსკვლავისგან, სოფი ბრიუსოსგან 2017 წლის 12 ოქტომბერს შეეძინა. მუსიკოსის თქმით, თვითიზოლაციაში ყოფნის გამო ახლობელი ადამიანები ძალიან ენატრება.

► ნახეთ: დრეიქის 185-მილიონიანი თვითმფრინავის დიზაინზე ვირჯილ აბლომ იმუშავა

► კორონავირუსით ინფიცირებულ კევინ დურანტთან შეხვედრის შემდეგ დრეიქი თვითიზოლაციაშია

► დრეიქმა ბილბორდის ცხელი ასეულის რეკორდი მოხსნა

"ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. თვითიზოლაციაში საყვარელი ადამიანების გამო უნდა იყოთ. როდესაც თქვენში უიმედობა ან შიში დაისადგურებს, გონება საპირისპიროდ რაიმე კარგისკენ უნდა მიმართოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდა ადრე ან რა ხდება ახლა ჩვენ გარშემო, ყოველთვის შეგიძლია, მოიშორო პანიკა და უკეთ გახდე. არ აჰყვეთ სხვა ადამიანების შიშს, ღიმილი თქვენი საუკეთესო თერაპიაა. გახსოვდეთ, რომ არასოდეს ხართ მარტო. ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, ამის რწმენა არ დაკარგოთ. ძალიან მიყვარს და მენატრება ჩემი ლამაზი ოჯახი და მეგობრები, ერთი სული მაქვს, როდის დადგება ის დღე, როცა ისევ მათთან ერთად ვიქნები. არ დანებდეთ", - წერს დრეიქი ინსტაგრამის გვერდზე.

View this post on Instagram

What is most important for you right now is to connect to your own inner light. This will create the biggest opening of all. Trust that you have all of the power within to make this happen, and in order to do that connect to the people and things that bring you a lot of joy. When the mind starts to move into overthinking or fear, shift your attention right away to something bright. It doesn’t matter what has happened in the past or what is happening around us now, you can always make the choice to break free of the wheel of suffering and panic and open up to your own light. We are powerful manifestors , so once you make the choice in the moment to shift your awareness to something good, it will show you in your reality. Be conscious, especially right now of fears coming in from others, and recognize that not everything should be held by you. Laughter is your best medicine, but tears can also be a powerful release. Let go of any judgment you may have around that. Remember that you are never alone, and if you need to be reminded of that ask for support and it will show up. Everything comes down to intention, and even though there are conflicting energies circling around us you must KNOW...It will rebuild. But in order for that to happen, you have to do exactly that. Trust. You have the biggest heart and that is your greatest gift. It’s impossible to always control your surroundings, but when you shift the focus to how you want to feel, everything will conspire to assist you. I love and miss my beautiful family and friends and I can’t wait for the joyful day when we are all able to reunite. Until then please keep your lights on. 🤍

A post shared by champagnepapi (@champagnepapi) on

 

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული