Thumbnail

ნახეთ: ენჯელ ოლსენმა Roxy Music-ის კომპოზიცია More Than This შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ენჯელ ოლსენმა, გამოცემა Pitchfork-ის ონლაინ პერფორმანსების პროექტის ფარგლებში, ბრიტანული ჯგუფის Roxy Music კომპოზიციის More Than This ქავერ ვერსია შეასრულა.

More Than This ლეგენდარული მუსიკოსის, ბრაიან ფერის ჯგუფმა Roxy Music 1982 წელს გამოუშვა. სინგლი კოლექტივის უკანასკნელ ალბომში Avalon შედის.

ენჯელ ოლსენმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2012 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Half Way Home გაავრცელა. ოლსენს განსაკუთრებული წარმატება 2016 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა My Woman მოუტანა. მუსიკოსის შემოქმედება ინდი როკსა და ინდი ფოლკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული