Thumbnail

Jamiroquai-ს თვითიზოლაციაში მყოფმა ფრონტმენმა კორონავირუსს სიმღერა მიუძღვნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Jamiroquai-ს ფრონტმენი, ჯეი ქეი კორონავირუსის პანდემიას ფეისბუქის გვერდზე სიმღერით გამოეხმაურა. მან ლეგენდარული ინგლისელი არტისტის, დევიდ ბოუის კომპოზიციის Let's Dance მელოდია გამოიყენა.

"იზოლაცია, გაიკეთე ნიღაბი და უყურე ტელევიზორს. იზოლაცია, ვცდილობ, ავირიდო Covid19. იზოლაცია, თავი მტკივა ძალიან. თუ დაახველებ, შენგან გავიქცევი", - მღერის მუსიკოსი ვიდეოში.

Jamiroquai

Jamiroquai on the lockdown vibes. 🎙 David Bowie

Posted by Defected Records on Saturday, March 28, 2020

 

Jamiroquai ლონდონში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 26 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. 1996 წელს ბენდის რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი Travelling Without Moving მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ფანკ ალბომი გახდა და გინესის რეკორდიც დაამყარა. კოლექტივს გრემის პრესტიჟული ჯილდო ერთხელ აქვს მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ ჯეი ქეი პირველად საქართველოს 2005 წელს თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში ესტუმრა, მეორედ უკვე კოლექტივთან ერთად ბათუმის ჯაზფესტივალზე 2017 წელს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული