Thumbnail

ნახეთ: The BearFox-მა კომპოზიციაზე "ყოველთვის ახსოვს" კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართულმა ჯგუფმა The BearFox კომპოზიციაზე "ყოველთვის ახსოვს" გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველია გახლავთ. ვიზუალურ ნამუშევარში ქორეოგრაფიულ ნომერს არტისტი ფსევდონიმით Xosilita ასრულებს. სიმღერა ბენდის სადებიუტო ალბომში "გამოიდარებს • Ode To Brighter Days" არის წარმოდგენილი, რომელიც იანვარში გამოიცა.

► ნახეთ: The BearFox-მა "ფაბრიკაში" რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა

► მოუსმინეთ: ქართულმა ჯგუფმა The BearFox სადებიუტო ალბომი "გამოიდარებს" გამოუშვა

► ნახეთ: მებო ნუცუბიძემ Joji-ს სიმღერა Run შეასრულა

The BearFox თბილისში 2013 წელს ჩამოყალიბდა. 2016 წელს კი ჯგუფმა სადებიუტო EP სახელწოდებით Holding You გამოსცა. ბენდში ორი მუდმივი წევრია: მებო ნუცუბიძე და ირაკლი მანჩხაშვილი. Tbilisi Open Air-ის გარდა, კოლექტივმა 2014 წელს პოლონეთში ფესტივალ Inne Brzmienia-ზეც დაუკრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული