Thumbnail

Bhad Bhabie: ბილი აილიში რაც პოპულარული გახდა, აღარ მემეგობრება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

17 წლის ჰიპ ჰოპ არტისტ ბედ ბეიბის ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ჰკითხა, ისევ მეგობრობს თუ არა პოპვარსკვლავ ბილი აილიშთან, რაზეც გოგონამ უპასუხა:

► მოუსმინეთ: Bhad Bhabie - Bestie Ft. Megan Thee Stallion

"თავს ბილის მეგობრად მივიჩნევ, მაგრამ, არ ვიცი, ის თუ მთვლის მეგობრად. ყოველ ჯერზე, მესიჯს რომ ვუგზავნი და ჩემს ნომერს ვწერ, არც კი მპასუხობს. მგონი, ასე მაშინ ხდება, როცა ძუ*ნა პოპულარული ხდება".

წარსულში არტისტების მეგობრობას ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები მოწმობს.

ამასთან, ბილიმ შარშან რეპერს ინსტაგრამის ვიდეოზეც დაუკომენტარა, რომელშიც საჭესთან მჯდომი გოგონა Megan The Stallion-ის ტრეკს Freak Nasty რეპავდა.

"გზას უყურე, ძუ*ნავ", - მისწერა ბილიმ ბედ ბეიბის.

დანიელა ბრეგოლიმ, ფსევდონიმით Bhad Bhabie, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. 2017 წელს მან პირველი სინგლი These Heaux გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ასეულში მოხვდა. ამ შედეგით დანიელა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი რეპერი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი "15" გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული