Thumbnail

ჰიტის I Love Rock 'n' Roll ავტორი, ალან მერილი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი, ალან მერილი, რომელიც ჰიტის I Love Rock 'n' Roll თანაავტორია, 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა, ლორამ ფეისბუქზე გაავრცელა.

"კორონავირუსმა მამა წამართვა. გამოსამშვიდობებლად მხოლოდ 2 წუთი მომცეს და მასთან გავიქეცი. არადა, საავადმყოფოდან სახლში მიმავალს ჯერ კიდევ იმედი მქონდა, რომ ეს არ მოხდებოდა. ქალაქი სრულიად ცარიელი იყო, თითქოს ერთადერთი ადამიანი ვიყავი დედამიწაზე, ვინც ვმოძრაობდი. როგორც კი მივედი და კარი გავაღე, დამირეკეს, გარდაიცვალაო. როგორ მოხდა ეს? მე ხომ სულ რამდენიმე კვირის წინ მის კონცერტზე ვიყავი. ახალი ალბომისთვის ფოტოებიც გადავუღე. ადამიანები კვდებიან. ამიტომ დარჩით სახლში. საფრთხე რეალურია. მე ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული დავკარგე. თავს გაუფრთხილდით", - წერს ლორა მერილი სოციალურ ქსელში.

I’ve been trying to sleep but I can’t. I woke up normally yesterday with the world at my feet and now today I lay here...

Posted by Laura Merrill on Sunday, March 29, 2020

ალან მერილმა 1974 წელს ლონდონში ჯგუფი Arrows ჩამოაყალიბა, რომელმაც პოპულარობა მალევე მოიპოვა. მან საკულტო ჰიტი I Love Rock 'n' Roll გიტარისტ ჯეიკ ჰუკერთან ერთად დაწერა, რომელიც სხვადასხვა დროს არაერთმა ცნობილმა არტისტმა დააქავერა, მათ შორის ჯოან ჯეტმა და ბრიტნი სპირსმა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული. ბოლო პერიოდში ის კონცერტებს ბენდ the Alan Merrill Extravaganza-სთან ერთად მართავდა. ალანმა 2019 წელს უკანასკნელი სოლო ალბომი Radio Zero ალანმა გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული