Thumbnail

ნახეთ: გარდაცვლილი ფოფ სმოუქის ახალი კლიპი Shake The Room გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მიმდინარე წლის თებერვალში გარდაცვლილი 20 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, იგივე Pop Smoke-ის იუთუბის არხზე მისი კომპოზიციის Shake The Room ვიდეორგოლი გავრცელდა. კლიპში, რომელიც რეპერის სიცოცხლეში ქალაქ პარიზშია გადაღებული, პოპულარული ატლანტელი მუსიკოსი Quavo მონაწილეობს. ტრეკი ნიუ იორკელი შემსრულებლის ბოლო მიქსტეიპში Meet The Woo 2 არის წარმოდგენილი.

► 50 Cent: ფოფ სმოუქი ყველასგან განსხვავდებოდა, მე ის ძალიან მიყვარდა 

► 50 Cent: გადავწყვიტე, Pop Smoke-ის ალბომი დავასრულო 

ფოფ სმოუქი, რომელიც ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო, ჰოლივუდ ჰილზზე საკუთარ სახლში მოკლეს. ბოროტმოქმედთა მოტივი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

ბრუკლინელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ფოფ სმოუქი მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარშიც JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული