Thumbnail

სიმღერა, რომელსაც ჯონ ლენონი ერთ-ერთ საუკეთესო უცნაურ ნამუშევრად მიიჩნევდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

2013 წელს ჟურნალისტმა ჯონათან კოტმა, რომელიც ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონისა და მისი ცოლის, იოკო ონოს მეგობარი იყო, წიგნი Days that I'll Remember: Spending Time with John Lennon and Yoko Ono გამოსცა. როგორც ტექსტიდან გაირკვა, ლენონი ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო არაორდინარულ კომპოზიციად ამერიკული ჯგუფის, Rosie and the Originals-ის სინგლს Give Me Love მიიჩნევდა.

► ნახეთ: ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის $510,000-ად შეფასებული გიტარა

► ჯონ ლენონის პირველი ცოლი: ჯონს იოკოსთან საკუთარ სახლში შევუსწარი

► ჯონ ლენონის მეგობარი: ერთხელ ჯონი ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტე თავად იყო

"Rosie and the Originals-ის Give Me Love ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო უცნაური ჩანაწერია. ეს ბენდის ჰიტის Angel Baby, რომელიც აგრეთვე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა გახლავთ, ბი-საიდია და ამიტომ ბევრმა მას ყურადღება არ მიაქცია. არადა, იოკოს ყოველთვის ვეუბნებოდი ხოლმე ამ კომპოზიციაზე, რომ აუცილებლად მოესმინა", - უთხრა ჯონ ლენონმა ჯონათანს ერთ-ერთი შეხვედრისას.

აღსანიშნავია, რომ ჯონ ლენონმა Rosie and the Originals-ის სიმღერა Angel Baby დააქავერა კიდეც.

ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. მას კოლექტივისთვის არაერთი კომპოზიცია აქვს დაწერილი. ყველაზე ხშირად არტისტი ნამუშევრებს პოლ მაკკარტნისთან ერთად ქმნიდა. მათ 1962-დან 1970 წლამდე პერიოდში 180-მდე ერთობლივი სიმღერა გამოუშვეს. 1968 წელს, ბენდში ყოფნის პარალელურად, ჯონმა სოლო კარიერა დაიწყო. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული