Thumbnail

მოუსმინეთ: Young Jeezy შვიდტრეკიან ჩანაწერს Twenty/20 Pyrex Vision ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეი ჯენკინსი, ფსევდონიმით Young Jeezy, მსმენელს მოულოდნელად დაუბრუნდა. როგორც ცნობილია, 2019 წლის ალბომზე TM104: The Legend Of The Snowman მუშაობისას მან განაცხადა, რომ მუსიკალურ კარიერას ასრულებდა.

► Young Jeezy-მ 5 რჩეული რეპერი დაასახელა 

► ნახეთ: Young Jeezy ვიდეორგოლს Don't Make Me ავრცელებს 

► ნახეთ: Young Jeezy ვიდეორგოლს Look Like ავრცელებს 

თრეფ შემსრულებელმა EP სახელწოდებით Twenty/20 Pyrex Vision გამოაქვეყნა. სტუდიური ჩანაწერი 7 კომპოზიციას აერთიანებს.

იანგ ჯიზი კრიმინალური წარსულის მქონე ატლანტელი რეპერია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1997 წელს დაიწყო. ის ერთ-ერთი იმ არტისტთაგანია, რომელმაც ჰიპ ჰოპის მიმდინარეობა, თრეფი ჟანრის მეინსტრიმში დააბრუნა. ჯეი ჯენკინსი ფართო საზოგადოებამ 2005 წლის სადებიუტო ალბომით Let's Get It: Thug Motivation 101 გაიცნო. ნამუშევარი 2000-იანი წლების სამხრეთული რეპის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. დღეს მისი კარიერა 11 ალბომს, ოცზე მეტ სტუდიურ ჩანაწერსა და არაერთ კომერციულად წარმატებულ სინგლს აერთიანებს.    

კომენტარები

ბოლოს დამატებული