Thumbnail

მოუსმინეთ: Dua Lipa ალბომს Future Nostalgia ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, დუა ლიპამ ახალი, რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Future Nostalgia გამოუშვა. აქამდე გავრცელებულ ტრეკებთან Don’t Start Now, Physical, Future Nostalgia და Break My Heart ერთად, ალბომში შვიდი ახალი კომპოზიციაა წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: Brockhampton-ის ტრეკის Sugar რემიქს ვერსიაში დუა ლიპა მონაწილეობს

► ნახეთ: დუა ლიპამ ელენ დეჯენერისის შოუში კომპოზიცია Don't Start Now შეასრულა

გრემის მფლობელმა, წარმოშობით ალბანელმა მომღერალმა, დუა ლიპამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმარტება 2017 წელს გამოსულმა სინგლმა New Rules მოუტანა. ჩანაწერზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული