Thumbnail

ნახეთ: Megadeth-ის ფრონტმენი შვილთან ერთად Come Together-ს ასრულებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ცნობილი ამერიკული ჰევი მეტალ ბენდის, Megadeth-ის ფრონტმენმა, დეივ მასტეინმა შვილთან, ელექტრასთან ერთად ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, The Beatles-ის კომპოზიცია Come Together დააქავერა. გოგონას მიერ ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უწევს მამა გიტარაზე აკომპანირებას, თავად კი ვოკალურ პარტიას ასრულებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მუსიკოსს ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

► Megadeth-ის ვოკალისტს, დეივ მასტეინს ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

"მამაჩემი - ადამიანი, რომლისთვისაც მარცხი მიუღებელია. ამიტომაც, ვრჩებით მასტეინების ოჯახი სახლში. იმედი გვაქვს, თქვენც ასე იქცევით. დაიბანეთ ხელები, დაიცავით სოციალური დისტანცირება და იყავით ჯანმრთელად", - წერს გოგონა.

დეივ მასტეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1978 წელს დაიწყო. 1982 წელს გიტარისტი ახლად შექმნილ Metallica-ს შეუერთდა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ მუსიკოსი ჯგუფიდან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო გააგდეს. ამის შემდეგ მან საკუთარი ბენდი Megadeth ჩამოაყალიბა. გრემის მფლობელ არტისტს კოლექტივთან ერთად 15 ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული