Thumbnail

მოუსმინეთ: Nine Inch Nails ინსტრუმენტულ ალბომს Ghosts V-VI ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა Nine Inch Nails ახალი, რიგით მეათე სტუდიური ჩანაწერი Ghosts V-VI გაავრცელა. ინსტრუმენტული ალბომი 23 კომპოზიციას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის პირველი ნაწილი Ghosts I–IV მუსიკოსებმა 2008 წელს გამოსცეს.

► ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი დევიდ ფინჩერის ფილმისთვის Mank საუნდტრეკებს დაწერენ

► ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა ფილმ Waves-ის საუნდტრეკების ალბომი გაავრცელეს

ვოკალისტმა და კომპოზიტორმა, ტრენტ რეზნორმა Nine Inch Nails 1988 წელს დააარსა. ინდასტრიალ ჯგუფის კარიერა ოც მილიონამდე გაყიდულ ალბომსა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, მერილინ მენსონი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული