Thumbnail
ფოტო: Louisa Chalatashvili

ნახეთ: Sophie Villy-მ თვითიზოლირებული ადამიანებისთვის 12-წუთიანი ლაივი გამართა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართველმა მუსიკოსმა, Sophie Villy-მ კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის 12-წუთიანი ონლაინ პერფორმანსი გამართა. არტისტმა საკუთარი კომპოზიციები 9 Miles Away და Mother Fish, აგრეთვე, ბრიტანელი არენბი შემსრულებლის, Des'ree-ის სიმღერა You Gotta Be და ლეგენდარული მუსიკოსის, მარვინ გეის ჰიტი Ain't No Mountain High Enough შეასრულა.

არტისტმა ლაივი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის "აკუსტიკა" პროექტის "სახლიდან სახლში" ფარგლებში გამართა.

სოფი ხუციშვილმა, იგივე Sophie Villy, მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. მისი სიმღერა Connected ბრიტანულმა გამოცემა "გარდიანმა" 2014 წელს საუკეთესო ახალ კომპოზიციებს შორის დაასახელა. 2015 წელს მან ამერიკულ ფესტივალში SXSW მიიღო მონაწილეობა. არტისტს ამ დრომდე 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული