ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა Linkin Park სადებიუტო ალბომის Hybrid Theory ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ბენდის წევრები: მაიკ შინოდა, დეივ ფარელი და ჯო ჰანი კოლექტივის მიერ აქამდე გამოუქვეყნებელი, 2001 წელს ჩატარებული კონცერტის ჩანაწერს განიხილავენ.
► ნახეთ: ჩესტერ ბენინგტონის პირველმა ჯგუფმა Grey Daze დოკუმენტური ფილმი გაავრცელა
საუბრისას მუსიკოსები ალბომზე მუშაობის პერიოდში გადამხდარ სახალისო და საინტერესო ისტორიებსაც იხსენებენ. მათ მსმენელებს იმ ფოტოების, ვიდეოების, კონცერტების ბილეთებისა და სხვადასხვა ნივთის გაგზავნაც სთხოვეს, რომლებიც კოლექტივის კარიერის საწყის პერიოდთანაა დაკავშირებული.
Hybrid Theory ჯგუფმა 2000 წელს გამოსცა. ალბომმა გამოსვლისთანავე კრიტიკოსების მოწონება და კომერციული წარმატებაც დაიმსახურა. მსოფლიოში ჩანაწერის 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
Linkin Park კალიფორნიაში 1996 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა წარმატებას სადებიუტო ალბომის Hybrid Theory გამოსვლისთანავე მიაღწია. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 70 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. კოლექტივს გრემის ჯილდო 2-ჯერ აქვს მოპოვებული.
კომენტარები