Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ონლაინ კონცერტი გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ინგლისელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიკმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის, ინსტაგრამის პირდაპირი ჩართვის საშუალებით, სახლიდან კონცერტი გამართა. მან 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 12 სიმღერა შეასრულა. არტისტმა, საკუთარ კომპოზიციებთან ერთად, სხვადასხვა ტრეკის ქავერ ვერსიები იმღერა, მათ შორის: ბილი აილიშის When the Party's Over, ფრენკ ოუშენის Godspeed, Radiohead-ის No Surprises, ჯონი მიტჩელის A Case of You და სხვები.

 ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა Radiohead-ის No Surprises შეასრულა

► ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ბილი აილიშის When the Party’s Over შეასრულა

► ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ფრენკ ოუშენის კომპოზიციის Godspeed ქავერი შეასრულა

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი, ტრევის სკოტი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული