Thumbnail

ნახეთ: აშერმა კომპოზიციაზე Don't Waste My Time კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა არენბი შემსრულებელმა, აშერმა კომპოზიციაზე Don't Waste My Time გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში ბრიტანელი მუსიკოსი, ელა მეი მონაწილეობს. სინგლი აშერის რიგით მეცხრე ალბომში შევა, რომლის გამოცემის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

აშერ რეიმონდმა მუსიკალური კარიერა 1991 წელს დაიწყო. არტისტს პოპულარობა 1997 წელს გამოშვებულმა, რიგით მეორე ალბომმა My Way მოუტანა. მასში შესულმა სინგლმა Nice & Slow ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. 8 გრემის მფლობელ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული