Thumbnail

23 მარტს გამოქვეყნებული კომპოზიციის Yankee And The Brave შემდეგ, ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ დუეტმა Run The Jewels მსმენელს კიდევ ერთი ახალი ტრეკი Ooh LA LA შესთავაზა. ჩანაწერის შექმნაში მონაწილეობა ლეგენდარულმა პროდიუსერმა, DJ Premier-მა მიიღო. ნამუშევარი გაერთიანების მომავალი ალბომის Run The Jewels 4 სინგლია.

► მოუსმინეთ: Run The Jewels - Yankee And The Brave 

► მოუსმინეთ: Run The Jewels - Let's Go (The Royal We) 

► ნახეთ: Danny Brown და Run The Jewels კლიპს 3 Tearz ავრცელებენ 

რეპერ ქილერ მაიქისა და პროდიუსერ იელ-ფის პროექტი 2013 წელს შეიქმნა. ამავე წელს დუეტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Run The Jewels ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის მომდევნო ორი ნაწილი არტისტებმა 2014 და 2016 წლებში გაავრცელეს. ჯგუფის სამივე ჩანაწერმა მუსიკის კრიტიკოსებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა. დუეტის ცნობილი კომპოზიციებია: Legend Has It, Nobody Speak, Oh My Darling და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული