BTS-ის დებიუტი 2013 წელს შედგა. მას შემდეგ სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა ათზე მეტი ალბომის გამოშვებასა და მილიონობით ჩანაწერის გაყიდვასთან ერთად, თაყვანისმცემელთა უზარმაზარი არმიის შეძენა შეძლო, რომელთა შორის ბრიტანელი მუსიკოსი ედ შირანი, ამერიკელი კომიკოსი ჯიმი ფელონი და ბრაზილიელი მწერალი პაულო კოელიოც არიან.
ჩვენი ქვიზი სწორედ BTS-ის წევრების ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია. წინ 12 შეკითხვა გელით, ყურადღებით გაეცანით შემოთავაზებულ ვერსიებს და მონიშნეთ სწორი პასუხი. ზოგიერთ შემთხვევაში ამაში ფლეიერის ჩართვა და კომპოზიციის მოსმენაც დაგეხმარებათ.
რას ნიშნავს ჯგუფის სახელწოდება BTS?

რომელ წელს დაიწყო ჯგუფის ჩამოყალიბება?

რა ჰქვია ჯგუფის პირველ სინგლს?

როგორ ისწავლა არემმა ინგლისური ენა?

რის შესახებაა სიმღერა Baepsae?

რომელია ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრი?

შუგას თქმით, როგორ დააჯილდოვებდა საკუთარ თაყვანისმცემლებს, თუ საკმარისად მდიდარი გახდებოდა?

რომელ შემსრულებელთან ერთად ჩაიწერა კომპოზიციის Idol ალტერნატიული ვერსია?

ჯგუფის რომელი წევრს არ აქვს ყური გახვრეტილი?

რომელ სტუდიურ ალბომში შედის კომპოზიცია Boy with Luv?

ჯიმინის თქმით, ჯგუფის რომელი წევრის პარტნიორობას ისურვებდა გოგო რომ ყოფილიყო?

რამდენ გრემის ფლობს BTS?

უკეთესადაც შეიძლებოდა!
სავარაუდოდ, BTS შენი საყვარელი ჯგუფი არ უნდა იყოს. აბა, სხვა ქვიზები სცადე.
კარგი შედეგია!
როგორც ჩანს, BTS ძალიან გიყვარს და მახსოვრობასაც არ უჩივი. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.
შესანიშნავი შედეგია!
popmusic-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას.
კომენტარები