Thumbnail

კომპანია Fender გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ უფასო ონლაინ კურსს იწყებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელი კომპანია Fender გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ ონლაინ გაკვეთილებს 3 თვით უფასოდ სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში განთავსდა.

"მუსიკას აქვს ძალა, ამ რთულ დროში ერთმანეთთან დაგვაკავშიროს. გვინდა, ამაში წვლილი ჩვენც შევიტანოთ. ამიტომაც, გთავაზობთ 3-თვიან უფასო ონლაინ კურსებს პირველი 100 000 ადამიანისთვის, რომლებიც ჩვენს ვებგვერდზე ამ წუთიდან დარეგისტრირდებიან. იზოლაციაში გავატაროთ დრო, ოღონდ თან ვიხმაუროთ", - ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თუ გაგიმართლათ და იღბლიან 100 000 მომხმარებელს შორის მოხვდით, ვებგვერდზე შესაძლებლობა გექნებათ, აირჩიოთ ინსტრუმენტი, იქნება ეს აკუსტიკური გიტარა, ბას გიტარა, უკულელე თუ სხვა. ამის შემდეგ კვირაში სამ უფასო გაკვეთილს გაივლით. მსურველებს საიტზე აგრეთვე კონკრეტული სიმღერის დაკვრის შესწავლაც შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ სერვისის სტანდარტული ღირებულება თვეში 9,99 გირვანქა სტერლინგია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული