Thumbnail
ფოტო: chideranine

ქართულმა როკ ჯგუფმა Mechanical Rainbow ახალი კომპოზიცია Usual Melancholy გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების სადებიუტო ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წელს გამოიცემა.

► მოუსმინეთ: Mechanical Rainbow - Time Of Death

► მოუსმინეთ: Mechanical Rainbow - The Seekers Of Fortune

"🌞 არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი მელანქოლია მათთვის, ვინც იზოლაციაშია ან საერთოდაც არ უყვარს სახლიდან გასვლა!", - ასე აანონსებს ბენდი ფეისბუქზე სიმღერას.

2018 წელს ჩამოყალიბებული ბენდი 5 წევრისგან შედგება: დავით დონაძე (ვოკალი და გიტარა), დავით შავდათუაშვილი (გიტარა), ცოტნე ბაღდავაძე (ბასი), ნინი ბენდიანიშვილი (კლავიში) და გივი ინანიშვილი (დრამი). კოლექტივის მუსიკალური მიმართულება პროგრესივ როკს, ინდი როკსა და ალტერნატიულ როკს მოიცავს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული