Thumbnail

მოუსმინეთ: Universe∞Man - შენთვის

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, დაჩი ხასაია, სასცენო სახელით Universe∞Man, ახალ კომპოზიციას "შენთვის" ავრცელებს. სინგლი არტისტის რიგით მესამე ალბომში "თბილისი" იქნება წარმოდგენილი, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა.

დაჩი ხასაიამ შემოქმედებითი კარიერა 2016 წელს დაიწყო. ამავე წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Universal Past გაავრცელა. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა ჩანაწერი Universal Present გამოსცა. დაჩიმ ნამუშევრებში როგორც საავტორო კომპოზიციები, აგრეთვე, ცნობილი სიმღერების ქავერ ვერსიებიც შეიტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული