Thumbnail

ნახეთ: Glass Animals-მა კომპოზიციაზე Your Love (Déjà Vu) კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული ჯგუფი Glass Animals კომპოზიციაზე Your Love (Déjà Vu) გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი ბენდის რიგით მესამე ალბომში შევა, რომელიც 2020 წელს გამოიცემა.

► ნახეთ: Glass Animals-ის ფრონტმენმა Nirvana-ს Heart-Shaped Box დააქავერა

Glass Animals ქალაქ ოქსფორდში 2010 წელს შეიქმნა. 2014 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Zaba გამოუშვა, ორი წლის შემდეგ კი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი How to Be a Human Being გამოსცა. მუსიკოსების შემოქმედება ფსიქოდელიურ პოპსა და არტ პოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული