Thumbnail

ნახეთ: EarthGang ტრეკებს Trippin და Blue Moon ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტური დუეტი EarthGang პლატფორმა Vevo-ს მუსიკალურ გადაცემას Ctrl ესტუმრა. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემოქმედებითი კოლექტივის Dreamville წევრებმა შოუში კომპოზიციები Trippin და Blue Moon შეასრულეს. ნამუშევრები მათი ბოლო ალბომის Mirrorland სინგლებია.

► მოუსმინეთ: EarthGang ახალ ალბომს Mirrorland ავრცელებს 

► ნახეთ: EarthGang ვიდეორგოლს Swivel ავრცელებს 

► ნახეთ: EarthGang კომპოზიციას This Side ასრულებს 

დუეტმა, რომელიც 2008 წელს ჩამოყალიბდა, სადებიუტო EP სახელწოდებით The Better Party 2010 წელს გამოუშვა. დღემდე გაერთიანებამ 3 სტუდიური ალბომი გამოსცა. 2016 წლიდან ჯგუფი პოპულარული რეპერის, J. Cole-ის მიერ დაფუძნებული ლეიბლის Dreamville Records წევრია. აღსანიშნავია, რომ მუსიკის კრიტიკოსები კოლექტივს ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ დუეტს, Outkast-ს ადარებენ. მათ შემოქმედებაზე "აუთქასთის" გავლენას არც თავად არტისტები მალავენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული