Thumbnail

დარქვეივ დუეტმა Lebanon Hanover ახალი კომპოზიცია The Last Thing და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ნამუშევარი მუსიკოსების ამავე სახელწოდების მქონე 12-ინჩიან ვინილზე იქნება დატანილი, რომელიც 30 მაისს გამოიცემა. ჩანაწერი ორ ტრეკს გააერთიანებს.

► ნახეთ: Lebanon Hanover-მა კომპოზიციაზე Petals ვიდეოკლიპი გადაიღო

Lebanon Hanover შვეიცარიელმა ლარისა აისგლესმა და ბრიტანელმა უილიამ მეიბილეინმა 2010 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტს ამ დრომდე 7 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. მათი ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია Gallowdance და Hollow Sky.

კომენტარები

ბოლოს დამატებული