Thumbnail

ბუფალოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიმონდ ფრაისმა, სასცენო სახელით Conway The Machine და ჟანრის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა, დანიელ ალან მამანმა, ფსევდონიმით The Alchemist, ახალი კომპოზიცია Shoot Sideways გამოაქვეყნეს. მათთან ერთად ნამუშევარში კალიფორნიელი რეპერი ScHoolboy Q მონაწილეობს, რომელმაც კოლეგებთან წარსულშიც არაერთხელ, მათ შორის ტრეკზე Fork In The Pot ითანამშრომლა. სინგლის ინსტრუმენტალის ავტორი ვეტერანი ალქემისთი გახლავთ.

► მოუსმინეთ: Conway The Machine - Sign Language 

► მოუსმინეთ: Conway The Machine - Fredo Joint 

► მოუსმინეთ: The Alchemist და Boldy James ერთობლივ ალბომს აქვეყნებენ 

ქანვეი და ალქემისთი ერთობლივ EP-ზე მუშაობენ, რომელიც 30 მარტს გავრცელდება. სტუდიური ჩანაწერი 7 კომპოზიციას გააერთიანებს. ნამუშევრის გარეკანი და ტრეკლისტი ბუფალოელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ქანვეი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს მან საკუთარ ძმასთან, ვესთსაიდ განთან ერთად ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში გაერთიანება Griselda Records ჩამოაყალიბა. 2012 წელს რეპერი თავისა და ყელის არეში დაჭრეს, რამაც მის მეტყველების უნარს კვალი დაატყო. თუმცა, შემთხვევა ქანვეიმ სათავისოდ გამოიყენა და დღეს ის ერთ-ერთი გამორჩეული ფლოუს ავტორია. 2017 წელს შემსრულებელი ლეგენდარული ემინემის მიერ დაარსებული ლეიბლის წევრი Shady Records გახდა.   

ალქემისთის მუსიკალური კარიერა კი სათავეს 1993 წლიდან იღებს. არტისტის დისკოგრაფია 3 სტუდიურ ალბომსა და 60-ზე მეტ პროექტს აერთიანებს. მის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: Eminem, Dilated Peoples, G-Unit, Mobb Deep, B-Real, Nas, KRS-One, Snoop Dogg, Pusha T და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული