Thumbnail

ნახეთ: დასავლელი თერიკას "საგანგებო ჩელენჯს" კომპოზიციით უერთდება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი, რამაზ გუნავა, ფსევდონიმით დასავლელი, მისი კოლეგის, თერიკას წამოწყებულ "საგანგებო ჩელენჯს" უერთდება. რეპერი ახალ კომპოზიციასა და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. რამაზი ჩანაწერში მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ნამუშევრის პროდიუსერი თავად დასავლელი გახლავთ.

► მოუსმინეთ: დასავლელი - სისხამ 

► მოუსმინეთ: დასავლელი - იყო ქარი 

► ნახეთ: დასავლელი - ქარავანი 

რამაზ გუნავამ მუსიკალური მოღვაწეობა 1990-იან წლებში დაიწყო. ფართო საზოგადოებისთვის რეპერი ცნობილი ტრეკით "ტაშკენტი" გახდა. აღსანიშნავია, რომ ვეტერანმა შემსრულებელმა ბოლო პერიოდში ჟღერადობა საგრძნობლად შეიცვალა. მუსიკოსი არაერთ ქართველ არტისტთან პროდიუსერის რანგშიც თანამშრომლობს.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული