Thumbnail

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გიორგი პავლიაშვილმა, ფსევდონიმით მასტერი, ახალგაზრდა კოლეგის, ნათია მეგრელიძის, სასცენო სახელით N Ice, კიდევ ერთი კომპოზიციის ალტერნატიულ ვერსიაზე იმუშავა. ამჯერად მასტერმა ნათიას ტრეკის "რატომ" რემიქსი გამოაქვეყნა. ჩანაწერის ორიგინალი ენ აისის სადებიუტო ალბომში Melody არის წარმოდგენილი. ნამუშევრის პროდიუსერი Michael Nawrodski გახლავთ.

► მოუსმინეთ: მასტერი - წერილები სხვენში 

► ნათია მეგრელიძის (N ice) 5 საყვარელი სიმღერა 

► მოუსმინეთ: მასტერმა N Ice-ის კომპოზიციის "მინდოდა" რემიქსი გაავრცელა 

გიორგი პავლიაშვილმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი წარმატებული ჩანაწერი "მომე" გახლავთ. ამ ნამუშევარზე მუშაობისას, არტისტმა მის უფროს კოლეგებთან, კაბუსთან და ძვალთან ითანამშრომლა. მუსიკოსი საკუთარ სიმღერებში ხშირად იყენებს ძველი ქართული ტრეკების სემპლებს. მისი ცნობილი კომპოზიციებია "დამსინა", "შენ წამოდი", "დარჩი რა" და სხვა.

ნათია მეგრელიძე წარსულში ფსევდონიმით Ice Lady მოღვაწეობდა და არჩევანს ბუმ ბეფის კლასიკურ ჟღერადობაზე აკეთებდა. მუსიკოსის ბოლოდროინდელი შემოქმედება რეპის ახალი სკოლის ელემენტებს შეიცავს. 2019 წლის აპრილში ახალგაზრდა რეპერმა სადებიუტო ალბომი Melody გაავრცელა. N ice-ის ცნობილი ტრეკებია WKUN, F L O W, Sarahah და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული