Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა Radiohead-ის No Surprises შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ინგლისელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიკმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლირებული ადამიანებისთვის ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ონლაინ კონცერტი გამართა. სხვა სიმღერებთან ერთად, ჩართვისას მან ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის ჰიტი No Surprises შეასრულა.

► ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ბილი აილიშის When the Party’s Over შეასრულა

► ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ფრენკ ოუშენის კომპოზიციის Godspeed ქავერი შეასრულა

კომპოზიციის ორიგინალი ვერსია Radiohead-ის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში OK Computer არის წარმოდგენილი, რომელიც 1997 წელს გამოიცა. 

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი, ტრევის სკოტი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული