Thumbnail

მუსიკალური დროის მანქანით ნახავთ, რას უსმენდნენ სხვადასხვა დროს ამა თუ იმ ქვეყანაში

RADIOOOOO ვებგვერდი და სმარტფონებისთვის განკუთვნილი აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მუსიკალური დროის მანქანით იმოგზაუროთ. აირჩიეთ ქვეყანა, დეკადა და მოუსმინეთ გასული საუკუნისა და თანამედროვეობის საუკეთესო მუსიკალურ ჩანაწერებს, რომლებიც თავად მომხმარებლების მიერ წლების მიხედვითაა ატვირთული.

დარეგისტრირების შემთხვევაში, კომპოზიციების დამატების გარდა, შეძლებთ, სხვების მიერ გაზიარებული სიმღერების ან მათ მიერ მოწონებული ტრეკების რჩეულებში დამახსოვრებას. ამ და სხვა ფუნქციებში გასარკვევად ესტუმრეთ ვებგვერდს radiooooo.com ან ჩამოტვირთეთ მისი მობილური აპლიკაცია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული