Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტების, გიორგი შენგელიას, ფსევდონიმით FuLA და ირაკლი ნინუას, სასცენო სახელით Ol' Boy, გაერთიანება მსმენელს რამდენიმეთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. კოლეგებმა ახალი კომპოზიცია "გეგმა" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელეს. ჩანაწერის პროდიუსერი ახალგაზრდა მუსიკოსი, საბა ოღრაპიშვილი, იგივე Saba გახლავთ, რომელიც ბოლო დროს შემსრულებლებთან ხშირად თანამშრომლობს.

► ნახეთ: FuLA x Ol' Boy x Hally - სტუმრად ვარ 

► მოუსმინეთ: FuLA & Ol' Boy - ნუ ნანობ 

► ნახეთ: FuLA & Ol` Boy - არ უნდა გექნა 

ფულამ და ოლ' ბოიმ უკვე რამდენიმე წელია, ერთგვარი ჰიპ ჰოპ დუეტი ჩამოაყალიბეს და მსმენელს საერთო ნამუშევრებით ხშირად ანებივრებენ. მათი პოპულარული ერთობლივი კომპოზიციებია: "უბატონო", "ძარცვა", "ვაცდენ", "Ronaldinho" და სხვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული