Thumbnail

მოუსმინეთ: J Balvin ახალ ალბომს Colores ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კოლუმბიელმა მუსიკოსმა, ჯეი ბალვინმა ახალი, რიგით მეექვსე სტუდიური ნამუშევარი Colores გამოუშვა. ალბომის შესაქმნელად არტისტმა პროდიუსერ Sky-სთან ითანამშრომლა. ჩანაწერში დღემდე გავრცელებული სინგლების Morado, Rojo და Blanco გარდა, შვიდი ახალი კომპოზიცია, მათ შორის ნიგერიელ მუსიკოს Mr Eazi-სთან ერთად ჩაწერილი ტრეკი Arcoíris არის წარმოდგენილი.

► ნახეთ: J Balvin - Rojo

► ნახეთ: J Balvin - Morado

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. მას ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Cardi B, The Black Eyed Peas, ფარელ უილიამსი და სხვები. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული