Thumbnail

მაიკ ტაისონი: ემინემი ერთადერთი თეთრკანიანია, ვინც იცის, როგორია შავკანიანად ყოფნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკელი მოკრივის, მაიკ ტაისონის პოდკასტს Hotboxin with Mike Tyson ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი, მარშალ მეზერსი, ფსევდონიმით Eminem სტუმრობდა. საუბრის მიწურულს, სპორტსმენმა რეპერი შეაქო და განაცხადა, რომ ის ერთადერთი თეთრკანიანია, რომელმაც ზუსტად იცის, თუ როგორია, იყო შავკანიანი.

 ემინემის Godzilla ჩელენჯში თავად ემინემმა გაიმარჯვა

► ემინემი: არ მინდა, რომ ჰიპ ჰოპის მეფე ვიყო

► ემინემი: არაფერს არ დაუკავშირებია განსხვავებული ადამიანები ისე, როგორც ჰიპ ჰოპს

"ყველაფერს შენით მიაღწიე და ლანგრით არავის არაფერი მოურთმევია. შენ ამ ყველაფრისთვის, ფაქტობრივად, მონობა გამოიარე. ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ? შენ ერთადერთი თეთრკანიანი ხარ, ვინც ზუსტად იცის, როგორია შავკანიანად ყოფნა", - მიმართა ტაისონმა ემინემს.

"არც კი ვიცი, ამაზე რა უნდა გითხრა. მაგრამ... ვგულისხმობ... ხომ იცი, ყველას გვაქვს ჩვენი ისტორია", - უპასუხა რეპერმა.

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული