Thumbnail

ნახეთ: Finneas კლიპს Let’s Fall in Love for the Night ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა მუსიკოსმა, ფინიას ო'კონელმა კომპოზიციაზე Let’s Fall in Love for the Night გადაღებული ვიდეორგოლი გამოუშვა. კლიპზე რეჟისორმა სემ ბენეტმა იმუშავა. ქორეოგრაფია მონიკა ფელიზ სმიტს ეკუთვნის. სიმღერა არტისტის სადებიუტო EP-ში Blood Harmony არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2019 წლის ოქტომბერში ჩაეშვა.

► ბილი აილიშის ძმა პასუხობს ჭორს, რომ წარმატებას მშობლების კავშირებით მიაღწიეს

► ნახეთ: Finneas-მა ჯიმი კიმელის შოუში I Lost a Friend და I Don’t Miss You at All შეასრულა

► ნახეთ: Finneas კლიპს Shelter ავრცელებს

ფინიას ო'კონელი მუსიკალურ ინდუსტრიაში ფსევდონიმით Finneas 2015 წლიდან მოღვაწეობს. ის საკუთარი დის, ბილი აილიშის სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go? პროდიუსერი და სიმღერების თანაავტორია. ფინიასი გრემის 5 ჯილდოს მფლობელია, მათ შორის საუკეთესო პროდიუსერის კატეგორიაში. როგორც სოლო შემსრულებელს, 22 წლის არტისტს პოპულარობა კომპოზიციებმა Break My Heart Again და Let's Fall In Love For The Night მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული