Thumbnail

მუსიკოსები, რომლებმაც თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ონლაინ კონცერტები გამართეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანი თვითიზოლაციაშია. ამიტომაც უკვე არაერთმა მუსიკოსმა გამართა თაყვანისმცემლებისთვის მინი კონცერტი სოციალურ ქსელებში. მსმენელების საყვარელი კომპოზიციები პირდაპირ ჩართვაში შეასრულეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: ჯონ ლეჯენდი, ლიზო, ფინქი და სხვები.

► ნიკა კოჩაროვმა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ონლაინ კონცერტი გამართა

► კრის მარტინმა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ინსტაგრამზე პერფორმანსი გამართა

"თვითიზოლაცია მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოვიწყინოთ. საკუთარ სახლში პატარა პერფორმანსს შემოგთავაზებთ, რათა ცოტა გაგამხიარულოთ" , - ამბობს ჯონ ლეჯენდი, რომელმაც 53-წუთიანი ლაივი შემოგვთავაზა.

სახლიდან ჩაერთო ამერიკელი მუსიკოსი ლიზოც, რომელიც ფლეიტაზე უკრავდა. მან საზოგადოებას ნახევარსაათიანი შოუ შესთავაზა.

"მედიტაცია და მანტრა, რომლებიც დაგვეხმარება ამ გლობალური კრიზისის დაძლევაში. მიყვარხართ", - წერს ლიზო.

ახალზელანდიელი მუსიკოსის, კით ურბანის ქალაქ ჰიუსტონში დაგეგმილი კონცერტი კორონავირუსის გამო გადაიდო. სწორედ ამიტომ, მან ინსტაგრამზე თავის ცოლთან, ცნობილ მსახიობ ნიკოლ კიდმანთან ერთად ნახევარსააათიანი პერფორმანსი წარმოგვიდგინა.

View this post on Instagram

#InstaBand

A post shared by Keith Urban (@keithurban) on

თაყვანისმცემლებისთვის სიმღერები შეასრულა ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა ფინქმაც.

View this post on Instagram

To make you feel my love 😍 rehearsals

A post shared by P!NK (@pink) on

კომენტარები

ბოლოს დამატებული