Thumbnail

ნახეთ: მუსიკოსები, რომლებიც კორონავირუსის გამო სახლიდან მუშაობენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა მოუწოდა თაყვანისმცემლებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და თავი აარიდონ სახლიდან გასვლას. არტისტები მხოლოდ განცხადებებით არ შემოფარგლულან და თავადაც ავრცელებენ სოციალურ ქსელებში ფოტოებს, რომლებშიც ჩანს, როგორ ცდილობენ თვითიზოლაციის პირობებში სამუშაო რეჟიმიდან არ ამოვარდნენ.

► კორონავირუსით ინფიცირებულ კევინ დურანტთან შეხვედრის შემდეგ დრეიქი თვითიზოლაციაშია

► ნახეთ: Cardi B-ს ფრაზამ კორონავირუსთან დაკავშირებით პოპულარობა დაიმსახურა

► კორონავირუსის შესახებ დაწერილი 10 კომპოზიცია

როგორც ჩანს, ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლანა დელ რეი თვითიზოლაციისგან შთაგონება მიიღო. არტისტი საკუთარ ტელეფონში ჩაწერილ ხმოვან ფაილს ასე ასათაურებს:

"თუ ეს აღსასრულია, ბოიფრენდი მინდა".

მართალია, ჯგუფ 30 Seconds to Mars-ის ფრონტმენმა, ჯარედ ლეტომ, რომელიც უდაბნოში მედიტაციისთვის იყო განმარტოებული, სულ რაღაც ორი დღის წინ შეიტყო მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ, თუმცა, როგორც გამოცდილ მოგზაურს შეეფერება, შექმნილ ვითარებას ადვილად აუღო ალღო და სახლში დაბრუნებულმა კომფორტული სამუშაო სივრცე მოიწყო.

"ჩემი საკარანტინე ოფისი", - წერს არტისტი ინსტაგრამზე.

18 წლის პოპვარსკვლავი, ბილი აილიში კიდევ ერთი მუსიკოსია, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად თვითიზოლაციას მიმართა. მან ინსტაგრამზე ლეკვებთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თავისი პირველი ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? საძინებელ ოთახში ჩაწერა, სახლში ყოფნა, წესით, არც ახალ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობაში შეუშლის ხელს.

თვითიზოლაცია სამუშაო განწყობას არ უკარგავს ბრიტანელ შემსრულებელ M.I.A.-ს. 

"ჩემი არტ ნამუშევრის რეჟისორობითა და ფოტოსესიით ვარ დაკავებული. შეგიძლიათ, მთელ პროცესს პლატფორმა Patreon-ზე მიადევნოთ თვალი. ხელოვნება ამ კორონა უბედურების ჟამს", - წერს არტისტი.

გოგონათა ჯგუფ Fifth Harmony-ის ყოფილი წევრი, მომღერალი ელი ბრუკი კი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც კოლექტივის ჰიტის Work From Home ფონზე გვაჩვენებს, როგორია სახლიდან მუშაობა.

ოფიციალური ინფორმაციით, Covid19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის ბოლოს გავრცელდა. ამ მომენტში ინფიცირებულთა რაოდენობა 227 000-ს აჭარბებს, მათ შორის 9 303 გარდაცვლილია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული