Thumbnail
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

ნიკა კოჩაროვმა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ონლაინ კონცერტი გამართა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ნიკა კოჩაროვმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის, ფეისბუქის პირდაპირი ეთერის საშუალებით, საათნახევრიანი კონცერტი გამართა. არტისტმა საკუთარ სიმღერებთან ერთად, სხვადასხვა კომპოზიციის ქავერ ვერსიებიც შეასრულა, მათ შორის: ჯგუფ "ტაქსის" "ზამთარი", ირაკლი ჩარკვიანის Wooden Monkey, Radiohead-ის True Love Waits და სხვა.

► ნიკა კოჩაროვმა ჯონ ლენონის კომპოზიციის Oh Yoko! ქავერ ვერსია გაავრცელა

ნიკა კოჩაროვმა შემოქმედებითი კარიერა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 2000 წელს მუსიკოსმა ჯგუფი Young Georgian Lolitaz ჩამოაყალიბა, რომელთან ერთად ორი სტუდიური ნამუშევარი Lemonjuice და The Lava გამოუშვა. 2011 წელს კოჩაროვმა ახალი პროექტი Z for Zulu შექმნა და ალბომი Better Than Dog გაავრცელა. 2016 წელს კი Young Georgian Lolitaz-თან ერთად საქართველოს სახელით "ევროვიზია 2016"-ზე წარდგა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ და ინდი როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული