Thumbnail

ემინემის Godzilla ჩელენჯში თავად ემინემმა გაიმარჯვა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალურმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ემინემმა საკუთარ ჩელენჯში, რომლის მიხედვითაც თაყვანისმცემლებს კომპოზიციის Godzilla მესამე ვერსი მასავით სწრაფად უნდა წაეკითხათ, გამარჯვებული გამოავლინა. მუსიკოსმა ფანის მეტსახელად @jacksherlock1 ვიდეო მოიწონა, რომელსაც თავად ემინემის მიერ შესრულებული რეჩიტატივი ადევს ფონად, ბიჭი კი ტექსტს, უბრალოდ, ტუჩებს აყოლებს.

► ემინემი: არ მინდა, რომ ჰიპ ჰოპის მეფე ვიყო

► ნახეთ: ემინემის ჩელენჯში 16 წლის ზუგდიდელი გოგონა მონაწილეობს 

► ნახეთ: Bizzy Bone ემინემის სწრაფად რეპვის ჩელენჯში მონაწილეობს 

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული