Thumbnail

ნახეთ: Rich The Kid ვიდეორგოლს Red აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული ალბომის BOSS MAN პრომოუშენის ფარგლებში, ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიმიტრი ლესლი როჯერმა, ფსევდონიმით Rich The Kid, სინგლზე Red გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ატლანტელი რეპერის ტრეკის პროდიუსერი Beat By Jeff გახლავთ.

► მოუსმინეთ: Rich The Kid ახალ ალბომს BOSS MAN ავრცელებს 

► ნახეთ: Rich The Kid კლიპს Far From You ავრცელებს 

► ნახეთ: Rich The Kid და Quavo კლიპს That's Tuff ავრცელებენ

შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის ატლანტელს სამი ალბომი აქვს გავრცელებული. მათ შორის სადებიუტო ნამუშევარი გამოირჩევა, რომლის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული