Thumbnail

ლიამ გალაჰერი: მე და ნოელი უკვე 10 წელია, თვითიზოლაციაში ვართ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, ლიამ გალაჰერი კორონავირუსის პანდემიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ხუმრობით დაწერა, რომ ის და მისი ძმა ნოელი უკვე 10 წელია, თვითიზოლაციაში არიან. როგორც ცნობილია, არტისტები ერთმანეთს უთანხმოების გამო არ ელაპარაკებიან.

► ლიამ გალაჰერი: ჩემს ძმას ქორწილში აუცილებლად დავპატიჟებ, რადგან დედამ მთხოვა

► ნოელ გალაჰერი: ბორის ჯონსონი უფრო გართობს, ვიდრე ლიამი

"მე და ჩემი ძმა უკვე 10 წელია, თვითიზოლაციაში ვართ. ამრიგად, რამდენიმე თვით ასე ყოფნა არც ისე მტკივნეული იქნება", - წერს ლიამ ტვიტერზე.

პოპულარული ჯგუფი Oasis სწორედ ლიამისა და ნოელის დაპირისპირების გამო 2009 წელს დაიშალა. მუსიკოსების უთანხმოება დღესაც არ დასრულებულა. ძმები ერთმანეთის მისამართით სოციალურ ქსელებსა თუ ინტერვიუებში შეურაცხმყოფელ და სარკასტულ განცხადებებს არ ერიდებიან.

ლიამ გალაჰერმა ძმასთან, ნოელთან ერთად ჯგუფი "ოაზისი" 1991 წელს შექმნა. ორი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივის დაშლის შემდეგ ლიამმა "ოაზისის" სხვა წევრებთან ერთად ახალი როკ ჯგუფი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. 2019 წელს არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Why Me? Why Not. გაავრცელა, რომელმაც ბრიტანეთში ოქროს სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული