Thumbnail

ნახეთ: Don Toliver კლიპს After Party ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ტრევის სკოტის მიერ ჩამოყალიბებული გაერთიანების JACKBOYS წევრმა, ქეილებ თოლივერმა, ფსევდონიმით Don Toliver, კომპოზიციაზე After Party გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი მუსიკოსი Sonny Digital გახლავთ. ტრეკი თოლივერის ახალგავრცელებული სადებიუტო ალბომის Heaven Or Hell ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: Don Toliver სადებიუტო ალბომს Heaven Or Hell ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Don Toliver - Euphoria Ft. Travis Scott & Kaash Paige

დონ თოლივერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ტრევის სკოტის კომპოზიციიდან Can't Say გახდა. აღსანიშნავია, რომ არტისტმა 2020 წელს ლეგენდარულ ემინემთან ტრეკზე No Regrets ითანამშრომლა. შარშან კი ჰიუსტონელმა ჰიპ ჰოპ გაერთიანების JACKBOYS ამავე დასახელების კომპილაციურ ალბომში მიიღო მონაწილეობა. მისი შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია. 2020 წლის 13 მარტს გაყიდვაში თოლივერის სადებიუტო ალბომი Heaven Or Hell ჩაეშვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული