Thumbnail

ბრიტნი სპირსი: მაკრიტიკებენ, 15 ერთნაირ ფოტოს დებს და სულ ერთი და იგივე აცვიაო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი ინტერნეტმომხმარებლებს მიმართავს. არტისტის თქმით, მისი პოსტების ქვეშ ბევრ ნეგატიურ კომენტარს აწყდება, რასაც ძალიან განიცდის.

► ნახეთ: Haim-მა ბრიტნი სპირსის I'm Not a Girl, Not Yet a Woman დააქავერა

► ნახეთ: ბრიტნი სპირსის შვილმა ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას ბაბუას სიკვდილი უსურვა

"ხშირად ვკითხულობ, როგორ აკრიტიკებს ხალხი ჩემს პოსტებს. ამბობენ, რომ 15 ერთნაირ ფოტოს ვდებ და სულ ერთი და იგივე თეთრი საცურაო კოსტიუმი მაცვია. მე კი აღფრთოვანებული ვარ ჩემი სტატუსებით და მომწონს, რომ მათ გიზიარებთ. ამ უბადრუკი კომენტარების კითხვა მართლა ძალიან მტკენს გულს. ასეთ რამეებს არ უნდა უწერდეთ ადამიანს, რომელსაც არც კი იცნობთ. ეს მისი დაჩაგვრის ტოლფასია. ამ რთულმა პერიოდმა, რომელშიც ახლა ვართ, უნდა გვასწავლოს, რომ ერთმანეთის მიმართ მეტი სიკეთე გამოვიჩინოთ... ახლახან ცხენებზე ვწერდი და ამის გამო ზოგი შეშფოთდა. ბოდიში, თუ გაგანაწყენეთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ასეთ დროს პოზიტიურ პოსტებზეც ვკონცენტრირდეთ. მიყვარხართ, თავს გაუფრთხილდით და ცოტა უფრო თავაზიანები იყავით”, - წერს მომღერალი ინსტაგრამზე. 

ბრიტნი ფოტოსაც აზიარებს წარწერით - "ყველაზე მეტად ის ადამიანები გაკვირდებიან, რომლებიც ვერ გიტანენ". 

ბრიტნი სპირსმა კარიერა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული