Thumbnail

ნახეთ: მეთ ბერნინგერმა თვითიზოლაციის დროს მოსასმენი ფლეილისტი შეადგინა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის, The National-ის ფრონტმენმა, მეთ ბერნინგერმა, კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის ფლეილისტი შეადგინა. მუსიკოსის თქმით, ის სიმღერებს კვირაში ერთხელ განაახლებს.

 ნახეთ: The National-ის ფრონტმენმა Mercury Rev-ის კომპოზიცია Holes დააქავერა

 მოუსმინეთ: The National-მა ჯგუფ INXS-ის კომპოზიცია Never Tear Us Apart დააქავერა

"გვაქვს შანსი, რომ კარგ მუსიკას მოვუსმინოთ. მე ყოველკვირეულად "სპოტიფაიზე" გავაკეთებ ფლეილისტს სახელწოდებით Social Distancing Distortion, რომელსაც თვითიზოლაციის დროს უნდა ვუსმინოთ", - დაწერა მეთმა ინსტაგრამის სთორიში.

ამ ეტაპზე არტისტმა ფლეილისტში 10 კომპოზიცია შეიტანა, მათ შორის ისეთი ცნობილი არტისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან: კრის ისააკი, ნილ იანგი და სხვები.

მეთ ბერნინგერმა The National ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში 1999 წელს ჩამოაყალიბა. ბენდის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული