Thumbnail
ფოტო: Dughili Records

მოუსმინეთ: მიშო ურუშაძემ კომპილაციური ალბომი "დუღილი" გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მიშო ურუშაძემ კომპილაციური ალბომი "დუღილი" გაავრცელა. ჩანაწერში ისეთი არტიტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ბექა გოჩიაშვილი, ლუკა თოფურია, მაიკ მიტჩელი და სხვები. ნამუშევარი 7 კომპოზიციას აერთიანებს, რომლებიც 2016-19 წლებშია ჩაწერილი. ყველა მათგანის პროდიუსერი მიშო ურუშაძე გახლავთ, მიქსინგი კი, მის გარდა, გიო მანაგაძესა და თორნიკე გველესიანს ეკუთვნით.

მიშო ურუშაძემ შემოქმედებითი კარიერა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. 2005 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Harpakhrad გაავრცელა. 2013 წელს კი მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანწერი We Will Meet Again გამოსცა. 2019 წელს ურუშაძემ ლეიბლი Dughili Records დააარსა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული