Thumbnail

ქართულმა ელექტრონულმა პროექტმა Funicular ახალი კომპოზიცია Thing გაავრცელა. ეს პირველი ტრეკია, რომელიც ჯგუფმა EP-ის Perception გამოცემის შემდეგ გამოუშვა.

► ნახეთ: ქართულმა ჯგუფმა Funicular ახალი კომპოზიცია Vent გაავრცელა

1990-იანი წლების ქართული ალტერნატიული ჯგუფის, Mother on Mondays-ის წევრებმა, ლევან ჯავახიშვილმა და ვაჟა ბექაურმა Funicular თბილისში 2017 წელს ჩამოაყალიბეს. 2018 წლის დეკემბრიდან პროექტს ინდოელი ვოკალისტი მარია ტომი შეუერთდა. 2019 წლის იანვარში ტრიომ სადებიუტო EP სახელწოდებით Time Goes Away / Everyday გამოსცა, შემდეგ კი კიდევ სამი ჩანაწერი: Avarite, Mosaic და Perception გამოუშვა. არტისტების მუსიკალური მიმართულება ელექტრონულ მუსიკასა და ინდი დენსს მოიცავს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული