Thumbnail

ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტიმოთი ტედფორდმა, ფსევდონიმით Jay Electronica, ახლახან გაყიდვაში სადებიუტო ალბომი A Written Testimony ჩაუშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი კომპოზიცია, რომელმაც მსმენელის მოწონება დაიმსახურა, Universal Soldier გახლავთ. ტრეკში ლუიზიანელი რეპერის ლეგენდარული კოლეგა, ჯეი ზი მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერი კი თავად ელექთრონიქაა.

► მოუსმინეთ: Jay Electronica სადებიუტო ალბომს ავრცელებს 

► ნახეთ: Jay Electronica-ს ალბომის გარეკანზე ბიონსეს აუზია გამოსახული  

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციაში ჯეიმს ბლეიქისა და ტრევის სკოტის ვოკალია გამოყენებული.

ჯეი ელექთრონიქამ რეჩიტატივის კითხვა ლეგენდარული ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის,  LL Cool J-ის ინსპირაციით, 10 წლის ასაკში დაიწყო. სცენაზე ლუიზიანელი არტისტი 1995 წლიდან გამოჩნდა. რეპერმა, პროდიუსერმა და სონგრაითერმა თავისი სადებიუტო მიქსტეიპი Act I: Eternal Sunshine (The Pledge) 2017 წელს გამოსცა. მან ჩანაწერზე ცნობილ არტისტ ერიკა ბადუსთან ერთად იმუშავა. 25-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ჯეიმ სადებიუტო ალბომი A Written Testimony 2020 წლის 13 მარტს გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული