Thumbnail

ჯარედ ლეტო: ახლა გავიგე, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის 30 Seconds to Mars ფრონტმენმა, ჯარედ ლეტომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ახლა შეიტყო. ამის შესახებ მუსიკოსმა ინსტაგრამზე დაწერა. მიზეზი კი ისაა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ის უდაბნოში მედიტირებდა.

► ნახეთ: ჯარედ ლეტო კლდეზე ცოცვისას 180 მ. სიმაღლიდან ჩამოვარდნას გადაურჩა

"12 დღის წინ უდაბნოში მედიტაცია დავიწყე. სრულიად იზოლირებული ვიყავით. არც ტელეფონები გვქონია და არც ვინმესთან კომუნიკაცია. წარმოდგენა არ გვქონდა, თუ რა ხდებოდა იმ ადგილს მიღმა. გუშინ დავბრუნდი და სრულიად განსხვავებული მსოფლიო დამხვდა. გამაოგნებელია. დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან მეგობრები და ოჯახის წევრები მწერენ და მეუბნებიან, რა სიტუაციაა მათთან. იმედია, თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანები კარგად ხართ. ყველას გიგზავნით პოზიტიურ ენერგიას. დარჩით სახლებში და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას", - წერს ლეტო სოციალურ ქსელში.

View this post on Instagram

❤️

A post shared by JARED LETO (@jaredleto) on

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის კორონავირუსით მსოფლიოში 183,000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 7175 გარდაიცვალა.

ოსკაროსანმა მსახიობმა და მომღერალმა, ჯარედ ლეტომ შემოქმედებითი მოღვაწეობა სამსახიობო კარიერით დაიწყო. ფართო საზოგადოებამ არტისტი სერიალიდან My So-Called Life გაიცნო. კრიტიკოსთა აღიარება კი ფილმში Prefontaine მონაწილეობით მოიპოვა. 2013 წელს ლეტომ კინოსურათში Dallas Buyers Club ტრანსგენდერი ქალის საუკეთესოდ განსახიერებისთვის ოქროს გლობუსი და ოსკარი დაიმსახურა.

რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, არტისტმა როკ ბენდი 30 Seconds to Mars ლოს ანჯელესში თავის ძმასთან, შენონთან ერთად 1998 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფმა წარმატებას მეორე ალბომის A Beautiful Lie გამოსვლის შემდეგ მიაღწია. 2018 წელს გამოშვებულმა რიგით მეხუთე სტუდიურმა ჩანაწერმა America ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიცია დაიკავა. კოლექტივი 2019 წელს საქართველოს ესტუმრა და კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული