Thumbnail

ნახეთ: Rich The Kid კლიპს Far From You ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, დიმიტრი ლესლი როჯერი, ფსევდონიმით Rich The Kid, მსმენელს კომპოზიციაზე Far From You გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკი რეპერის ახალგავრცელებული ალბომის BOSS MAN ერთ-ერთი სინგლია. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი ცნობილი მუსიკალური პლატფორმის Lyrical Lemonade დამფუძნებელი, რეჟისორი ქოულ ბენეთი გახლავთ.

► მოუსმინეთ: Rich The Kid ახალ ალბომს BOSS MAN ავრცელებს 

► ნახეთ: Rich The Kid და Quavo კლიპს That's Tuff ავრცელებენ 

► ნახეთ: O.T. Genasis - Bae (Remix) Ft. G-Eazy, Rich The Kid & E-40 

შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის ატლანტელს სამი ალბომი აქვს გავრცელებული. მათ შორის სადებიუტო ნამუშევარი გამოირჩევა, რომლის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული